ქ.მ.II.16.

II კლასი

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები.

ინდიკატორები

  • ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს მიკროტექსტის (სამ-ოთხწინადადებიანი) შინაარსს;
  • ითვლის ტექსტში აბზაცების რაოდენობას, აბზაცში – სტრიქონების, სტრიქონში - სიტყვების, სიტყვაში კი – ასოებისას;
  • განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს - ლოგოს, ილუსტრაციას, პირობით ნიშანს, სავარჯიშოს პირობას, ილუსტრაციის წარწერას, ძირითად ტექსტს, სათაურს;
  • განარჩევს ტიპოგრაფიულ მინიშნებებს (მაგ., მსხვილ, გადახრილ შრიფტს, გამუქებულ შრიფტს  და სხვა);
  • პოულობს/სვამს სასვენ ნიშნებს მარტივ დიალოგში (მაგ., წერტილს, კითხვის ნიშანს).

რესურსები