ქ.მ.I.7.

I კლასი

მოსწავლეს  შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის ბგერების, ჟღერადობების, ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.

ინდიკატორები

  • ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
  •  ლექსის/სიმღერის შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს);
  • იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ბგერებს, სიტყვებს, მოკლე ფრაზებს, ენის გასატეხებს;
  • ცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, ენის გასატეხები;
  • ზეპირად გაითამაშებს მარტივი ენით დაწერილ დიალოგებსა და სცენებს;
  • ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს.

რესურსები