ქ.მ.I.6.

I კლასი

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიურიუნარ-ჩვევები.

ინდიკატორები

  • ცდილობს სწორად წარმოთქვას ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერები;
  • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
  • ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
  •  მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებულ მარცვალს;
  • მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით, ორმარცვლიანს _ ორი რკალით და ა.შ.);
  • ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
  • მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს;
  • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობს წინასწარ მითითებული ბგერით დაწყებულ სიტყვებს;
  • ერთმარცვლიან სიტყვას შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვად.

რესურსები