ქ.მ. XII.9.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება

ინდიკატორები

  • გამოყოფს მთავარ და მეორეხარისხოვან იდეებს; მთავარ იდეებს აყალიბებს სათაურების სახით, მეორეხარისხოვან იდეებს – ქვესათაურების სახით;
  • განსაზღვრავს მეორეხარისხოვანი იდეების ფუნქციას – მთავარი იდეის გაშლა, ილუსტრირება, მიზეზების ახსნა და სხვა;
  • ინფორმაციის დასახარისხებლად იყენებს სქემატური ჩანაწერების ტექნიკას (სქემატური გეგმა, განტოტებული სქემა, საკვანძო სიტყვების ცხრილი და სხვა);
  • სქემატურ ჩანაწერებზე დაყრდნობით აღადგენს ტექსტის შინაარსს საკუთარი სიტყვებით;
    • გამოყოფს ფაქტებს, მოვლენებს, ციტატებს, რომლებიც მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან გასავითარებლად, გასაშლელად არის მოხმობილი;
  • გამოავლენს ტექსტის სტრუქტურას ანუ ტექსტში ინფორმაციის ორგანიზების წესს (მაგ., ქრონოლოგიური სტრუქტურა – რა რის შემდეგ უნდა შესრულდეს; სივრცული სტრუქტურა – ერთ ადგილს მეორე მოსდევს გეოგრაფიული შინაარსის ტექსტში; კრიტერიუმებზე აგებული სტრუქტურა: ერთი პრობლემა და ამ პრობლემის სხვადსხვა ასპექტი; სამნაწილიანი სტრუტურა – ფაქტი/პრობლემა, შედეგი; ფაქტი/პრობლემა, მიზეზი, გამოსავალი და სხვა).  

რესურსები