ქ.მ. XII.6.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ტექსტის გრაფიკულ-გამომსახველობითი საშუალებების ეფექტურობაზე; აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას;
  • მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
  • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციას;
    • ლოგიკურ და ქრონოლოგიურ მარკერებზე დაყრდნობით ამოიცნობს და განმარტავს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირს (მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმ-დევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და სხვა);
    • ადარებს ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს სხვადასხვა ტიპის იმ ტექსტებში, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება; 

რესურსები