ქ.მ. XII.20.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ პრობლემურ საკითხზე არგუმენტირებულად მსჯელობა.

ინდიკატორები

  • წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით გადმოსცემს სათქმელს;
  • ინფორმაციას ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად და, შესაბამისად, საუბრისას  იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
  • საკუთარი პოზიციის/მოსაზრების დასაბუთებისას იყენებს პირდაპირი (მაგ., არგუმენტებიდან გამომდინარე დასკვნით ამტკიცებს თეზისს ანუ დებულებას) და ირიბი (მაგ., საწინააღმდეგო დებულების მტკიცებით ასაბუთებს ძირითად დებულებას) დასაბუთების ხერხებს;
  • საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები (ფაქტები - ლიტერატურული, ისტორიული, ცხოვრებისეული, სტატIჩთიკური, მეცნიერული; ავტორიტეტები - ცნობილი ადამიანების აზრები და გამონათქვამები და სხვა);
  • ცალკეული მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
  • მოჰყავს დამატებითი მტკიცებულებები საკუთარი თვალსაზრისის გასამყარებლად;
  • რეაგირებას ახდენს სხვათა არგუმენტებზე (მაგ., იძლევა კონტრარგუმენტებს, კონკრეტულად სცემს პასუხს მოსაუბრის მტკიცებულებებს);
  • აფასებს ალტერნატიულ წინადადებებს;
    • ზუსტად და მკაფიოდ პასუხობს თემის/პრობლემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე.

რესურსები