ქ.მ. XII.14.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს შესაბამისი ენობრივი საშუალებები.

ინდიკატორები

  • მიზნისა და მკითხველის გათვალისწინებით ირჩევს წერილობითი ტექსტის დიზაინს (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა) და სათანადოდ აფორმებს სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტს;
  • განსხვავებული თვალსაზრისების წარმოსაჩენად შეარჩევს სპეციფიკურ ლექსიკას (მაგ., სათანადო დარგის პროფესიულ ტერმინოლოგიას, სიტყვათშეხამებებს, ფრაზებს, ენობრივ ფორმულებს და სხვა);
    • იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირება, პერიფრაზირება (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს ავტორს, თხზულებას, გამოცემის წელს, გვერდს);
    • სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს;
    • ტექსტის შექმნისას მართებულად იყენებს აღწერითი და მსჯელობითი ხასიათის ტექსტისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს; ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს; ჩართულ სიტყვებსა და გამონათქვამებს და სხვა;
    • გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში;
    • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები