ქ.მ. XII.13.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო ან სამეცნიერო მასალის დამუშავების მიზნით ტექსტის დაწერა.

ინდიკატორები

ა) შეუძლია კონსპექტის შედგენა.

  • დაკონსპექტებამდე ყურადღებით გადაიკითხავს ტექსტს და წინასწარ შეადგენს სათანადო გეგმას;
  • ამზადებს სქემატურ ჩანაწერს;
  • ამ ჩანაწერზე დაყრდნობით საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ინფორმაციას/ტექსტის შინაარსს; 
  • გამოკვეთს ტექსტის თემას (ანუ რის შესახებაა ტექსტში საუბარი);
  • გამოკვეთს მთავარ საკითხს არამთავარი საკითხებისაგან;
  • თითოეულ საკითხს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციებს გამოყოფს, მონიშნავს მარკერით (ან სხვა დამატებითი საშუალებებით);
  • უცნობ სიტყვებსა და ტერმინებს განმარტავს სათანადო ლექსიკონების გამოყენებით;
  • მიმართავს ტექსტის პერიფრაზირებას (ანუ ინფორმაციას გადმოწერს საკუთარი სიტყვებით).

 

) შეუძლია რეზიუმეს დაწერა.          

  • რეზიუმეს დაწერამდე ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
  • აზრობრივი მონაკვეთები დაჰყავს ძირითად, მთავარ აზრამდე, სათქმელამდე;
  • მიუთითებს ტექსტის ძირითად მახასიათებლებს (ავტორი, სათაური, გამოცემის წელი და სხვა);
  • აყალიბებს მთავარ თემას (ანუ რის შესახებაა ტექსტში საუბარი);
  • მარტივად და ნათლად გადმოსცემს ცალკეული მონაკვეთის ძირითად სათქმელს/აზრს;

 

დ) შეუძლია გამოკვლევის დაწერა.

  • შეარჩევს თემას/საკითხს;
  • ტექსტის ტიპის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს ფორმასა და სტილს;
  • ფაქტებზე, სხვადასხვა წყაროზე  დაყრდნობით განსაზღვრავს პრობლემას;
  • მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებას/პოზიციას მოცემული პრობლემის, საკითხის მიმართ;
  • მსჯელობს გამოთქმული თვალსაზრისების/პოზიციების შესახებ და აფასებს, რამდენად დამაჯერებელი და ეფექტურია არგუმენტაცია;
  • საკუთარი პოზიციის/მოსაზრების დასაბუთებისას იყენებს პირდაპირი (მაგ., არგუმენტებიდან გამომდინარე დასკვნით ამტკიცებს თეზისს ანუ დებულებას) და ირიბი (მაგ., საწინააღმდეგო დებულების მტკიცებით ასაბუთებს ძირითად დებულებას) დასაბუთების ხერხებს;
  • არგუმენტების წარმოდგენისას იმოწმებს სხვადასხვა წყაროს (მაგ., ფაქტები Iჩთორიიდან, მეცნიერებიდან, პრესა, ინტერნეტი და ა.შ.);
  • აანალიზებს და აჯამებს განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ თემასთან/საკითხთან დაკავშირებით და გამოაქვს ადეკვატური დასკვნა. 

რესურსები