ქ.მ. XII.12.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.  

ინდიკატორები

  • მსჯელობს ტექსტში ასახული პრობლემის შესახებ კონკრეტული ეპოქის თავისებურებების (მაგ., კულტურული, Iჩთორიული, სოციალური...) გათვალისწინებით;
  • მსჯელობს ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას/პოზიციას შესაბამისი არგუმენტების მოხმობით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა; იმოწმებს ანდაზებს, აფორიზმებს, ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს, წეს-ჩვეულებებს და სხვა);
  • მსჯელობს სხვადასხვა ნაწარმოებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების მსგავსება-განსხვავებაზე და ასახელებს მათ გამომწვევ ფაქტორებს;
  • ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა, ისტორიული ეპოქის თავისებურებები და სხვა);
  • კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას კონკრეტული Iჩთორიული ფასეულობების მიმართ (ავლებს პარალელებს, პოულობს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის, მაგ., განცდები, დამოკიდებულებები, შეხედულებები,  წეს-ჩვეულებები, ტრადიციები);
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში და განჭვრეტს, როგორ მოიქცეოდა იგი განსხვავებულ სოციალურ, Iჩთორიულ და კულტურულ გარემოში;
  • ამოიწერს/მონიშნავს სხვადასხვა კულტურის მქონე ერებისათვის დამახასიათებელ ფრაზეოლოგიზმებს, იდიომატურ გამოთქმებს და სხვა;

რესურსები