ქ.მ. XII.1.

XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია მისთვის აქტუალურ თემაზე საჯარო გამოსვლის მოსმენა და გაანალიზება. 

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს მოხსენების/საჯარო გამოსვლის თემას;
  • აფასებს არგუმენტების, შეფასებების, განმარტებების დამაჯერებლობასა და ეფექტურობას;
  • ამოიცნობს და აფასებს, რამდენად მკაფიოდ იყო გამოკვეთილი მოხსენების/გამოსვლის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
  • განსაზღვრავს მოხსენების/გამოსვლის მნიშვნელოვან აქცენტებს (მაგ., რომელი საკითხი იყო სრულად და ამომწურავად განხილული, რა იყო ზოგადი და ბუნდოვანი, რომელი საკითხი დარჩა საერთოდ ყურადღების მიღმა და ა.შ.);
  • აფასებს წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკურია დასკვნა მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, მსჯელობის ფონზე).

რესურსები