ქ.მ. XII. 8.
XII კლასი
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
ინდიკატორები
- ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მნიშვნელოვანი ელემენტების დანიშნულებას (მაგ., აბზაცის დანიშნულება პროზაულ ტექსტში; იგავ-არაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები და მათი ფუნქცია და სხვა);
- ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში, ან რომლებშიც იგულისხმება ერთგვარი ირონია და სხვა;
- ამოიცნობს სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც წარმოაჩენს ავტორის დამოკიდებულებას თხრობის (ასევე აღწერის, მსჯელობის) საგნის მიმართ;
- მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე ნაწარმოებში (მაგ., პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება, პერსონაჟის მეტყველება და სხვა);
- მსჯელობს პროზაული ნაწაროების კომპოზიციურ თავისებურებაზე; საკვანძო ეპიზოდების ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი) დანიშნულებაზე;
- ამოიცნობს ხშირად ხმარებულ მყარ შესიტყვებებს (იდიომატური გამოთქმები, ფრაზეოლოგიზმები);
- სათანადოდ იგებს და საუბრობს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობაზე.