ქ.მ. XI.5.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (ესე; სხვადასხვა სახის კორესპონდენცია; საშუალო სირთულის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი და სხვა) გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ტექსტის მიზანს (მკითხველის ინფორმირება,  შთაბეჭდილების გაზიარება, კრიტიკა, გამომხაურება და სხვა) და ადრესატს (ისთვის არის განკუთვნილი);
    •  ამოკრებს კონცეპტუალურ ინფორმაციას (გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითების, ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
    • ახალ ინფორმაციას აკავშირებს არსებულ ცოდნასთან და გამოცდილებასთან (მოსმენილი, ნანახი, წაკითხული);
    • მიჯნავს ერთმანეთისაგან ვარაუდსა და ფაქტს; ფაქტებს დამოკიდებულებებისაგან და  შეფასებისაგან;
    • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნა;
    • ამოიცნობს და მიუთითებს, სად და როგორ მჟღავნდება ავტორის პოზიცია, შთაბეჭდილებები;
    • ამოიცნობს ტექსტში მოტანილ თვალსაზრისებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას / შეფასებას მათ მიმართ;
    • წარმოადგენს ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ საკუთარ პოზიციას / დამოკიდებულებას / შეფასებას და ასაბუთებს.

რესურსები