ქ.მ. XI.24.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ქართულენოვანი წყაროების/ტექსტების დამუშავება შემდგომი გამოყენებისათვის (მაგ., მასალის მოძიება-შეგროვება  სასკოლო პროექტების განსახორციელებლად).

ინდიკატორები

  • აკეთებს ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს დაინტერესებული პირებისათვის (მაგ., თანაგუნდელებისათვის);
  • აკეთებს სქემატურ ჩანაწერებს;
  • შეისწავლის ქართულენოვან წყაროებს და სასწავლო ენაზე  წერს ორ-სამ სიტყვიან განმარტებას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
  • თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ (ინფორმაციული, შემეცნებითი და სხვა) ტექსტებს.

რესურსები