ქ.მ. XI.23.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია პროექტის (მაგ., წარმოსახვითი მოგზაურობა უცნობ ადგილებში, ეკოლოგიური საფრთხეები, ბუნების დაცვა და სხვა) განხორციელების ხელშესაწყობად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.        

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • პროექტის განხორციელებამდე გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთან ერთად გადის რეპეტიციას; აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით;
  • აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები.

რესურსები