ქ.მ. XI.21.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.

ინდიკატორები

  • საკომუნიკაციო ამოცანის, მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს შესაბამის სტილს;
  • მეტი დამაჯერებლობისათვის მიმართავს ანალოგიებს, კანონზომიერებებს და იყენებს შესაბამის ენობრივ საშუალებებს (მაგ., მიხედვით/შესაბამისად/მსგავსად; ისე როგორ; როგორც ცნობილია და სხვა);
  • თეზისის, არგუმენტისა და დასკვნის დასაკავშირებლად იყენებს შესაბამის ლოგიკურ და გრამატიკულ კავშირებს (მაგ., ჯერ ერთი, მეორეც, და ბოლოს, ამგვარად, ასე რომ, ამრიგად, მიუხედავად იმისა, თუმცა და სხვა);
  • საწინააღმდეგო დებულების წარმოდგენისას იყენებს შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს (მაგ., -ის საწინააღმდეგოდ, ამ მოსაზრებისაგან განსხვავებით და სხვა);
  • სხვადასხვა სიტუაციის, მოვლენის, პიროვნების, განწყობა-ემოციის აღწერისას სათანადოდ იყენებს სპეციფიკურ ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
  • მსგავსი მნიშვნელობის ლექსიკური ერთეულებიდან შეარჩევს და იყენებს მოცემული კონტექსტIჩთვის შესაფერის სიტყვას;
  • სწორად განსაზღვრავს სიტყვათა რიგსა და წინადადების მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;

რესურსები