ქ.მ. XI.18.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  წინასწარი მომზადების გარეშე ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება. 

ინდიკატორები

  • მკაფიოდ გამოხატავს პირად დაინტერესებას რაიმე მოვლენის ან ცდის მიმართ (მაგ., უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში; თვითონ სცადოს კონკრეტული დავალების შესრულება და სხვა);
  • ასაბუთებს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს შესაბამისი არგუმენტის მოშველიებით;
  • აკეთებს სათანადო არჩევანს და განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე;
  • გამოხატავს სათანადო ემოციებს;
  • ამომწურავად პასუხობს დასმულ შეკითხვებზე;
  • თავს ართმევს უჩვეულო სიმულაციურ სიტუაციას კონკრეტული და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების საშუალებით. 

რესურსები