ქ.მ. XI.16.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებები.

ინდიკატორები

  • სათანადოდ იყენებს ერთი ტექსტის ფარგლებში ფუნქციურ სტილთა შესაძლო მონაცვლეობას, როცა ერთმანეთს ენაცვლება აღწერა, თხრობა და მსჯელობა;
  • ადეკვატურად იყენებს აღწერითი, თხრობითი და მსჯელობითი ხასიათის ტექსტIჩთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებსა და შესაბამის კავშირებს;
  • ავტორის დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო სიტყვებსა და გამოთქმებს;
  • ადეკვატურად ცვლის ენას ერთი ტექსტის ფარგლებში, როცა ნაწერში ერთმანეთს ენაცვლება მონოლოგი და დიალოგი და იყენებს მათთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ენობრივ მახასიათებლებს (მაგ., მონოლოგური მეტყველებIჩთვის დამახასიათებელი მიმართვების, ნაცვალსახელების, მეორე პირის ზმნების სიჭარბე და სხვა; დიალოგური მეტყველებისათვის დამახასიათებელი მარტივი გავრცობილი და გაუვრცობელი, სრული და უსრული წინადადებები და სხვა);
  • პერსონაჟების სულიერი მდგომარეობის, ემოციების გადმოცემისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და  სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
  • რთული ქვეწყობილი წინადადების ასაგებად მართებულად იყენებს როგორც კავშირიან, ისე უკავშირო შეერთებას (მაგ., ისე წავიდა, (რომ) არავIჩთვის უთქვამს; არავIჩთვის უთქვამს, ისე წავიდა და სხვა);
  • სწორად იყენებს წევრ-კავშირებს რთულ წინადადებაში (მაგ., დატოვა განცხადება, რომელშიც და არა დატოვა განცხადება, სადაც და სხვა);
  • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები