ქ.მ. XI.14.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე გამოიყენოს შესაბამისი ენობრივი საშუალებები. 

ინდიკატორები

  • სტრუქტურული მახასიათებლების დაცვით აფორმებს სხვადასხვა სახის ტექსტს;
  • მიზნისა და მკითხველის გათვალისწინებით ირჩევს წერილობითი ტექსტის დიზაინს (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
  • იცავს არგუმენტირებული მსჯელობის სტრუქტურას - თეზისი, არგუმენტი, დასკვნა;
  • იცავს მასალის დამოწმების წესებს: ციტირება, პერიფრაზირება (ციტატას სვამს ბრჭყალებში, მიუთითებს ავტორს, თხზულებას, გამოცემის წელს, გვერდს; პერიფრაზირებისას იყენებს ირიბი ნათქვამის კავშირიან ფორმას);
  • სათანადოდ იყენებს მსჯელობითი ხასიათის ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ მახასიათებლებს (მაგ., რთული სინტაქსური კონსტრუქციები, ჩართულ სიტყვები და გამოთქმები, შესაბამისი წევრ-კავშირები და სხვა);
  • ცალკეულ თვალსაზრისს გამოყოფს შესაბამისი ენობრივი ფორმულებითა და კლიშეებით (მაგ., როგორც ავტორი ამბობს, ეს თვალსაზრისი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც და სხვა);
  • შესაბამისი ინტონაციისა და აზრობრივი აქცენტის გადმოსაცემად სათანადოდ იყენებს კითხვა-ძახილის ნიშანსა და მრავალწერტილს;
  • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ისე როგორც და არა ისე როგორიც);
  • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები