ქ.მ. XI.13.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია აქტუალურ თემაზე პუბლიცისტური წერილის დაწერა.

ინდიკატორები

  • მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს ტექსტის სტილსა და ფორმას;
  • განსაზღვრავს პრობლემას, გამოკვეთს საკითხის/თემის აქტუალურობას;
  • გამოკვეთს ავტორის პოზიციას, საკითხის/პრობლემის გარშემო არსებულ სხვა თვალსაზრისებს;
  • ეთანხმება ან უარყოფს არსებულ მოსაზრებებს სათანადო მხარდამჭერი ან უარმყოფელი არგუმენტების მოშველიებით;
  • მკაფიოდ და თანამიმდევრულად აყალიბებს საკუთარ პოზიციას  პრობლემის მიმართ;
  • წარმოადგენს საკითხის/პრობლემის გადაწყვეტის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს და იძლევა პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიებს;
  • საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები (მაგ., ფაქტები პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან; Iჩთორიული, მეცნიერული, სტატIჩთიკური წყაროებიდან);
  • საკუთარი მოსაზრების/პოზიციის მართებულობაში დასარწმუნებლად მიმართავს დარწმუნების ტექნიკას (მაგ., განამტკიცებს აზრს ფაქტებითა და დეტალებით, მოიხმობს თვალსაჩინო მაგალითებს, მიმართავს შთამბეჭდავ შედარებებს და სხვა);
  • ტექსტის შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დისციპლინებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

რესურსები