ქ.მ. XI. 8.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს შესწავლილი ჟანრების ენობრივ, სტილურ და სტრუქტურულ მახასიათებლებს;
  • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს, განსაზღვრავს დამატებითი აბზაცის ფუნქციას (მაგ., წინა აბზაცში გადმოცემული აზრის გაშლა/დაზუსტება,  მიზეზების ახსნა, მაგალითის მოყვანა);
  • ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა, ახსნა-განმარტება და სხვა) და განმარტავს მათ დანიშნულებას;
  • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
  • ამოიცნობს და სათანადოდ განმარტავს მოქმედებათა თანადროულობას, თანამიმდევრობასა და დაპირისპირებას შესაბამისი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით;
  • მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე ნაწარმოებში (მაგ., პორტრეტი, ავტორისეული დახასიათება, პერსონაჟის მეტყველება და სხვა);
  • შუალობითი კონტაქტის გამოსახატავად იყენებს სხვადასხვა საშუალებას (მაგ., სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს: ...-ის თხოვნით / სურვილით /ბრძანებით/იძულებით; ზმნის შესაბამის ფორმას: აწერინებს, აცვლევინებს);
  • სწორად განსაზღვრავს და სათანადო ბრუნვის ფორმით წარმოადგენს სუბიექტ-ობიექტებს შუალობითი კონტაქტის შემცველ ზმნურ კონსტრუქციაში (მაგ., კაცმა ააშენებინა მშენებელს სახლი);
  • სათანადოდ იგებს და საუბრობს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობაზე.

რესურსები