ქ.მ. XI. 7.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული ტექსტის გაგება.

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს ნაწარმოების მთავარ თემას/პრობლემატიკას და ამოიცნობს, როგორ არის ის გამოხატული ტექსტში (პირდაპირ - ავტორის ან პერსონაჟის მიერ, ან შეფარულად - პერსონაჟთა ქცევის მიღმა დაფარული);
  • ამოიცნობს პერსონაჟის ხასიათის წარმოჩენის პირდაპირ (ავტორისეული დახასიათება) და არაპირდაპირ (პერსონაჟის საქციელი, მისი ფიქრები/განცდები და სხვა) ხერხებს;
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და ცდილობს მათი ქცევის პროგნოზირებას განსხვავებულ სიტუაციაში (რა იქნებოდა, რომ);
  • ხსნის პერსონაჟთა განცდების/ემოციების მიზეზებს და ასაბუთებს ტექსტიდან მოხმობილი მაგალითებით;
  • თხრობითი ხასიათის ნაწარმოებში გამოკვეთს მოვლენათა თანამიმდევრულობას, რომელიც ითვალისწინებს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს.
  • განსაზღვრავს ავტორის/მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას, თვალსაზრისს და ასაბუთებს ტექსტიდან მოხმობილი მაგალითებით;
  • ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით.

რესურსები