ქ.მ. XI. 6.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ტექსტის გრაფიკულ-გამომსახველობითი საშუალებების ეფექტურობაზე; აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას  (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
  • გამოყოფს წამყვან, დამატებით და შემაჯამებელ აბზაცებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციას ტექსტში;
  • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომელთა მეშვეობითაც ავტორი ახერხებს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება გადმოსაცემი ფაქტის მიმართ (ჩართული სიტყვები და გამოთქმები: ცხადია, მართალია, კერძოდ, რასაკვირველია, საბედნიეროდ, სამწუხაროდ, სახელდობრ, სხვათა შორის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ამბობენ, ერთი სიტყვით და სხვა) და მსჯელობს, კონკრეტულად რისი გამოხატვა ეკისრება მათ ტექსტში;
    • მსჯელობს ციტატის როლზე სამეცნიერო ხასიათის ტექსტში (მაგ., დამოწმებები Iჩთორიული თუ ლიტერატურული წყაროებიდან; მკვლევართა გამონათქვამები, მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ და სხვა);
    • განსაზღვრავს,  რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი/ირიბი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;

რესურსები