ქ.მ. X.19.

X კლასი

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების  გამოყენების უნარი.  

ინდიკატორები

  • მეტყველების მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, მართებულად იყენებს სხვადასხვა ფუნქციური სტილისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (მაგ., არაოფიციალურ სიტუაციაში, ნაცნობ ადამიანებთან საუბრისას - ძირითადად, მარტივი გაუვრცობელი და გავრცობილი წინადადებები, თავაზიანი თუ ფამილარული ფორმები და სხვა; ოფიციალური გამოსვლისას - სპეციალური ტერმინებისა და კლიშეების გამოყენება და სხვა);
  • მსჯელობისას სათანადოდ იყენებს შესაბამის ენობრივ სტრუქტურებსა და მოდელებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითშედეგობრივი და სხვა);
  • სხვადასხვა სიტუაციის /მოვლენის/განწყობა-ემოციის აღწერისას სათანადოდ იყენებს სპეციფიკურ  ლექსიკასა და სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს;
  • სწორად განსაზღვრავს სიტყვათა რიგსა და წინადადების მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
  • მართებულად იყენებს პოზიციის/დამოკიდებულების/შეფასების გამომხატველ შესაბამის ენობრივ ფორმულებს (განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, გარკვეული მოდალობების გამომხატველი მარტივი და შედგენილი შემასმენლები: \"არა მგონია\", \"ვფიქრობ\" \"დასაშვებია\" \"სავარაუდოდ\" და სხვა);
  • სწორად განსაზღვრავს სიტყვათა შორის სინტაქსურ მიმართებებს (მაგ., ზმნასა და სახელს შორის შეთანხმება პირსა და რიცხვში; რიცხვითი, ზედსართავი სახელისა და არსებითი სახელის შეთანხმება ბრუნვასა და რიცხვში და სხვა).

რესურსები