ქ.მ. X.15.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) შედეგის გასაუმჯობესებლად ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.

ინდიკატორები

  • საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
  • მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს/ჩაინიშნავს ყველა იდეას, რომლებიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; 
  • შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
  • წერს ტექსტს გეგმაზე დაყრდნობით;
  • ნაწერის შესწორებისას ცდილობს ადრესატის ანუ პოტენციური მკითხველის თვალთახედვით შეაფასოს,  რამდენად ეფექტურად აისახა ნაწერში საკომუნიკაციო მიზანი;
  • ცდილობს შეასწოროს შინაარსობრივი ხარვეზები, რამაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია - ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ცვლის სტრუქტურას, აუმჯობესებს დიზაინს;
  • ასწორებს გრამატიკულ და ორთოგრაფიულ შეცდომებს; ამისათვის იყენებს სასწავლო რესურსებს;
  • აკითხებს თანაკლასელს და მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს;
  • ნაწერს გადაათეთრებს;
    • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას; ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას; გამოაქვს დასკვნები;

რესურსები