ქ.მ. X.12.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი არამხატვრული ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

ინდიკატორები

  • ითვალისწინებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., კორესპონდენციის ფორმალური მხარე);
  • სწორად იყენებს აბზაცსა და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაური, ქვესათაური და ა.შ.);
  • სათანადოდ იყენებს შესაბამისი სტილის დამახასიათებელ ენობრივ თავისებურებებს (მაგ., მკითხველისადმი უშუალო მიმართვა; სხვათა ნათქვამის, ანუ ციტირების გამოყენება);
  • საგანგებოდ გამოყოფს ცალკეულ თვალსაზრისს შესაბამისი ენობრივი ფორმულებით (მაგ., როგორც ავტორი ამბობს და სხვა);
  • იყენებს შესაბამის მარკერებს სუბიექტური დამოკიდებულების გამოსახატავად (მაგ., არა მგონია, ვფიქრობ, დასაშვებია, სავარაუდოა და სხვა);
  • მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისათვის დამახასიათებელ ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს;
  • იყენებს ემოციურ სიტყვებსა და გამოთქმებს, შთამბეჭდავ შედარებებს;
  • ნაცნობი სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით აგებს და სათანადო ფუნქციით იყენებს რთულ წინადადებებს;
  • პირდაპირი ნათქვამის ირიბად გადაკეთებისას სათანადოდ იყენებს შესაბამის კავშირებს (მაგ., თუ პირდაპირი ნათქვამი კითხვითია, თუ კავშირს (მაგ., გიორგიმ ჰკითხა, თუ წამოვა), თხრობითის ან ბრძანებითის შემთხვევაში კი _ რომ კავშირს (მაგ., გიორგიმ უთხრა, რომ წამოვიდეს);
  • იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები