ქ.მ. X. 3.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.

ინდიკატორები

  • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს  (ხმის ტემბრი, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ლოგიკური მახვილები, ილუსტრაცია, სქემა);
  • ამოიცნობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (საკომუნიკაციო სიტუაცია, კონტექსტი);
  • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
  • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
  • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო ეფექტური;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ინფორმაციის მოსმენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ქართულენოვან ტელე\\რადიო გადაცემებსა და  ფილმებს.

რესურსები