ქ.მ. X. 22.
X კლასი
მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განჭვრიტოს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
ინდიკატორები
- მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
- გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
- განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
- განსაზღვრავს, რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
- განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.