ქ.მ. VIII. 6.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სასწავლო მიზნით ადაპტირებული სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის გაგება და გაანალიზება.

ინდიკატორები

ა) შეუძლია საგაზეთო პუბლიკაციის მისთვის საინტერესო თემებზე (ქრონიკა, ინტერვიუ...) გაგება.    

 

  • ასახელებს სტატიის თემას;
  • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად და სხვა);
  • გამიჯნავს ავტორის თვალსაზრისს, შეფასებას ფაქტისაგან;
  • ამოიცნობს ავტორის ემოციებსა და დამოკიდებულებებს თემისადმი, რესპოდენტისადმი;
  • ამოიცნობს  ავტორის, რესპოდენტის ემოციებს, დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს.

 

ბ) შეუძლია სხვადასხვა საინფორმაციო -შემეცნებითი ტექსტის (Iჩთორიის, კულტურის, გეოგრაფიის და სხვა სფეროდან) წაკითხვა და გაგება.

 

  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
  • ტექსტს ყოფს აზრობრივად გაერთიანებულ ნაწილებად (ქვეთემებად);
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში  მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირს (ლოგიკურს, ქრონოლოგიურს) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
  • ტექსტიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;                                               
  • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა; 
  • გამოხატავს  საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ და განმარტავს მას.           

 

გ) შეუძლია ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტების (ბიოგრაფია,   მოგონებები, პორტრეტები) გაგება და გაანალიზება.  

          

  • ამოიცნობს ავტორს;
  • განასხვავებს ავტორსა და კონკრეტული ამბის მთხრობელს;
  • განსაზღვრავს მოვლენათა დროსა და ადგილს;
  • ასახელებს პიროვნების მოღვაწეობის სფეროებს, გამოყოფს კარიერის ეტაპებს;
  • ტექსტში მოცემული ინფორმაციის (საქმიანობის, ურთიერთობის, ქცევის) გააზრების საფუძველზე ახასიათებს პიროვნებას;
  • შინაარსიდან გამომდინარე, აზრს ასაბუთებს ტექსტიდან მოტანილი ფაქტის ან დეტალის მოშველიებით;
  • ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ბიოგრაფიულ ტექსტს (ბიოგრაფია, მოგონებები) და ავლებს მათ შორის პარალელს მსგავსება-განსხვავების მიხედვით (მაგ., ავტორის ვინაობა, რას ეყრდნობა მისი ნაამბობი და სხვა).

რესურსები