ქ.მ. VII. 9.

VII კლასი

მოსწავლეს შეუძლია საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ინდიკატორები

  • ტექსტის გაცნობის მიზნით იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს (ეცნობა სათაურს, გამოყოფილ სიტყვებს, რუბრიკებს, აბზაცებს, ილუსტრაციებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე);
  • იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს (სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას);
  • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს (კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, გადაიკითხავს და ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს და სხვა);
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (ილუსტრაციები, კონტექსტი, ნაცნობი ძირი/ფუძე და ა.შ);
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; 

რესურსები