ქ.მ. VI.20.
VI კლასი
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წერილობითი ტექსტის სტრუქტურა, შეუძლია გამოიყენოს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები.
ინდიკატორები
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციის წარმოდგენისას (მაგ., ინფორმაცია, რჩევა, თხოვნა, მოპატიჟება და სხვა) იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს;
- იყენებს ამა თუ იმ ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-სტილურ საშუალებებს (მაგ., ხშირად გამოყენებული ესა თუ ის გრამატიკული ფორმები, სინტაქსური წყობა, ლექსიკა);
- დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებს სათანადო ფორმულებსა და სიტყვათშეხამებებს;
- დროში თანამიმდევრული მოქმედების გადმოცემისას იყენებს ერთი დროის ფორმებს;
- განარჩევს და იყენებს ზმნების შესაბამისი დროის ფორმებს (აწმყო, უწყვეტელი, წყვეტილი, მყოფადი, II კავშირებითი) კონკრეტულ ენობრივ კონსტრუქციებში (მაგ., ახლა ვაკეთებ, გუშინ გავაკეთე, ხვალ გავაკეთებ/ უნდა გავაკეთო/გააკეთო);
- მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (სურვილი, ვარაუდი, ბრძანება, თხოვნა, აკრძალვა) გამოხატავს II კავშირებითისფორმით;
- ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს ბრუნვასა და რიცხვში;
- იცავს მართლწერის წესებს ბრუნვის ნიშნებთან და ზმნის პირის ნიშნებთან დაკავშირებით (მაგ., ერთნაირი ბგერის თავმოყრა სახელსა და ზმნაში: ქათამმა, ვვარჯიშობ და სხვა);
- სწორად სვამს სასვენ ნიშნებს რთულ წინადადებაში.