ქ.მ. VI. 17.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია თხრობითი ხასიათის ტექსტების (მოგონება, ამბავი, დღიური) წერა.
ინდიკატორები
- ტექსტის მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით ირჩევს სტილსა და ფორმას;
- განსაზღვრავს ტექსტის თემას (მაგ., კონკრეტული პიროვნების/ადგილის შესახებ რაიმე ამბის/ისტორიის გახსენება);
- ამბების წერისას ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს;
- კონკრეტული ადამიანისადმი/მოვლენისადმი გამოხატავს გრძნობებს /განცდებსა და დამოკიდებულებებს;
- ფორმალური მხარის დაცვით წერს დღიურს (ჩანაწერებს უთითებს თარიღს, ერთი თარიღით გაერთიანებულ ჩანაწერებს კრავს ერთი თემის გარშემო და ასათაურებს და სხვა).