ქ.მ. IX.5.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის (სხვადასხვა სახის საგაზეთო პუბლიკაცია; სხვადასხვა თემაზე შექმნილი შემეცნებითი ტექსტი) გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ტექსტის მიზანს (რIჩთვის არის დაწერილი ტექსტი: მკითხველის ინფორმირება,  შთაბეჭდილების გაზიარება, გართობა, დარიგება, ახსნა-განმარტების მიცემა, კრიტიკა, გამოხმაურება...) და აუდიტორიას (ვისთვის არის განკუთვნილი);
    • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (ფაქტი, მოვლენა, აზრი, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა);
    • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს (მიზეზშედეგობრივი, პირობითი, შეპირისპირებითი, ქრონოლოგიური და სხვა) და ტექსტიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა;
    • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
    • დასკვნა გამოაქვს მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
    • მიჯნავს ერთმანეთისგან ვარაუდსა და ფაქტს; ფაქტებს დამოკიდებულებებისგან, შეფასებისგან;

რესურსები