ქ.მ. IX.20.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევების ფუნქციურად გამოყენება.

ინდიკატორები

  • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამოსახატავად მართებულად იყენებს შესაბამის სინტაქსურ კონსტრუქციებს, მოდალურ ელემენტებს, სათანადო ლექსიკას;
  • მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისათვის შესაფერის სინტაქსურ კონსტრუქციებსა და შესაბამის ფორმულებს (მაგ., მსჯელობისათვის დამახასიათებელ ვრცელ და რთულ წინადადებებს - ამას ადასტურებს ის, რომ;  თუ ეს ასეა, მაშინ; აუცილებელია, რადგან და სხვა);
  • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანების, გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
  • ადეკვატურად გამოხატავს დამოკიდებულებებს ფაქტისადმი (მოვლენისადმი) და შესაბამისად აფორმებს მათ სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებებით (მაგ., ჩართული, დანართი და სხვა);
  • სათანადოდ იყენებს ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს;
  • სხვადასხვა სიტუაციის აღწერისას სათანადოდ იყენებს სპეციფიკურ ლექსიკას (მაგ., პროფესიული, დარგობრივი ლექსიკა და სხვა);
  • კონტექსტის მიხედვით მართებულად იყენებს კონკრეტული ზმნის მწკრივის ფორმებს;

რესურსები