ქ.მ. IX.18.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია წინასწარი მომზადების გარეშე ისაუბროს  მისთვის ნაცნობ პრობლემაზე (ურთიერთობა თანატოლებთან, მშობლებთან, უფროს თაობასთან და სხვა).

ინდიკატორები

  • ამბების გადმოცემისას  აღწერს მისთვის საინტერესო დეტალებს;
  • ინფორმაციას ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად;
  • გამოკვეთს მთავარ სათქმელს;
  • აღწერს საკუთარ/სხვის სურვილებს, განწყობებს/ემოციებს;
  • გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას/დამოკიდებულებას კონკრეტული მოვლენის, ქცევის, მოქმედების შესახებ და ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით;
  • ცალკეულ ინფორმაციებს ლოგიკურად აკავშირებს ძირითად სათქმელთან;
  • საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას.

რესურსები