ქ.მ. IX.15.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, აგრეთვე ფუნქციურად გამოიყენოს საბაზო ენობრივი უნარ-ჩვევები. 

ინდიკატორები

  • აღწერა-დახასიათებისას მართებულად იყენებს შესაბამის ლექსიკასა და  სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმები, ანტონიმები);
  • სწორად იყენებს და აფორმებს  მსაზღვრელს შესაბამისი ფუნქციით;
  • რთული წინადადების აგებისას მართებულად აკავშირებს ერთმანეთთან მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს ნაცნობ სინტაქსურ კონსტრუქციებში (ის, რომელიც მოდის / ის, რომელსაც ხედავ...);
  • სწორად იყენებს შესაბამისი მწკრივის ფორმებს (მყოფადი, ხოლმეობითი) მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულების გამოსახატავად (მაგ., ფაქტი: ... რომ ვიქნები, + მყოფადი; სურვილი/ვარაუდი: ... რომ ვიყო, + ხოლმეობითი);
  • წარსული ამბების გადმოცემისას სწორად იყენებს სათანადო მწკრივის ფორმას;
  • ნაცნობი ენობრივი კონსტრუქციების გამოყენებით აგებს რთულ წინადადებას;
  • რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებს იყენებს სათანადო ფუნქციით;
  • იცავს მართლწერის წესებს მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების დროს;
  • იცავს პუნქტუაციისა და კომპოზიტთა მართლწერის ნორმებს.

რესურსები