ქ.მ. IX.13.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სათანადო სტრუქტურის შექმნა, აგრეთვე საბაზო ენობრივ-გრამატიკული უნარ-ჩვევების გამოყენება.

ინდიკატორები

  • იყენებს ამა თუ იმ ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., სათაური; სტატიის წინ განსხვავებული შრიფტით გამოყოფილი ტექსტი, სადაც გამოტანილია სტატიაში მოცემული მთავარი ინფორმაცია/ავტორის მთავარი სათქმელი; ავტორის გვარი; ძირითადი ტექსტი და სხვა);
  • სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მახასიათებლებს (სათაური, ქვესათაური და ა.შ.);
  • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ანაფორულ ნაცვალსახელებსა და ზმნიზედებს, სიტყვის ლექსიკურ განმეორებებს (სინონიმური/ანტონიმური ჩანაცვლებები, სემანტიკური განმეორებები), ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს, სიტყვებისა და წინადადებების რიგს და სხვა);
  • სწორად იყენებს სათანადო მწკრივის ფორმებს წარსული შეუსრულებელი მოქმედების გადმოცემისას  შესაბამისი პოზიციის გამოსახატავად (არ გავაკეთე, ვერ გავაკეთე, არ გამიკეთებია);
  • სწორად აფორმებს აქტიური და პასიური ზმნის სუბიექტსა და ობიექტს;
  • სწორად იყენებს კავშირებს რთული და შერწყმული წინადადებების ნაწილების დასაკავშირებლად;
  • სათანადოდ იყენებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს.

რესურსები