ქ.მ. IX. 8.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში;
  • ახასიათებს ტექსტს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი);
  • აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი და რა თავისებურებას ანიჭებს ეს ტექსტს;
  • ატარებს ექსპერიმენტს, გადაჰყავს I პირში მონათხრობი III პირში ან პირიქით და აღწერს მიღებულ ეფექტს;
  • კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
    • სათანადო კონსტრუქციებზე დაყრდნობით განსაზღვრავს მომავალში შესასრულებელი მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (მაგ., ფაქტის გამოხატვა: ... რომ (თუ)  ვიქნები, + მყოფადი; სურვილის/ვარაუდის გამოხატვა: ... რომ ვიყო, + ხოლმეობითი);
    • სათანადოდ იგებს და განმარტავს კომპოზიტთა შედგენილობასა და მნიშვნელობას;
    • I თურმეობითზე დაყრდნობით ამოიცნობს წარსულში შესრულებული მოქმედებისადმი დამოკიდებულებას (მაგ., უნახავი მოქმედების გამოხატვა / შესრულებული მოქმედების შედეგი: წასულა, უთქვამს, უტირია და სხვა);
    • II თურმეობითზე დაყრდნობით ამოიცნობს წარსულში შესასრულებელ მოქმედებას (უნდოდა, გაეკეთებინა / გადაწყვიტა, წასულიყო...);
    • ამოიცნობს და კონტექსტის მიხედვით განმარტავს სათანადო ლექსიკას (სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობები, მნიშვნელობის გაფართოება-დავიწროება, კონტექსტური მნიშვნელობა).

რესურსები