ქ.მ. IX. 6.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია არამხატვრული ტექსტის სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით გაანალიზება.
ინდიკატორები
- აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
- ერთი ტექსტის ფარგლებში გამოყოფს ტექსტის ფუნქციურ ტიპებს (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) და განმარტავს მათ დანიშნულებას;
- ამოიცნობს და განმარტავს მსჯელობითი ტექსტის მახასიათებლებს (მაგ., მიზეზ-შედეგობრივი კონსტრუქციები, კითხვები, ავტორისეული შეფასება);
- ამოიცნობს და განმარტავს პირდაპირი ნათქვამის ფუნქციას (მაგ., პირდაპირი ნათქვამი, როგორც ინფორმაციის პირველწყარო და სხვა);