ქ.მ. IX. 11.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია ინტერკულტურული თვალსაზრისით ტექსტის გაანალიზება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ტექსტში ასახულ კულტურულ-სოციალურ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ კულტურულ-სოციალურ გარემოსთან (ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები და სხვა);
  • აანალიზებს პერსონაჟის დამოკიდებულებას კონკრეტული სოციალურ- კულტურული ფასეულობების მიმართ და ავლებს პარალელს საკუთარ გარემოსთან (მაგ., მისი დამოკიდებულება, შეხედულება სხვა სოციალურ-კულტურული ფასეულობების მქონე თანაკლასელის, მეზობლის და სხვათა წეს-ჩვეულებაზე, ტრადიციაზე);
  • კულტურულ თავისებურებებზე საუბრისას კორექტულად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს/დამოკიდებულებას/პოზიციას;
  • განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს მოცემულ გარემოში.
  • ამოიცნობს უცხო კულტურისათვის დამახასიათებელ ქცევის ეტიკეტს;
  • ამოიცნობს ილუსტრაციებზე/ტექსტებში ასახულ კულტურულ, სიმბოლურ, საყოფაცხოვრებო რეალიებს.

რესურსები