ქ.მ. III.13.
III კლასი
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ინდიკატორები
- სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს, ენის გასატეხებს;
- ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს;
- ზეპირად გაითამაშებს მარტივ დიალოგებსა და სკეტჩებს;
- მონაწილეობს მინისპექტაკლებში;
- ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციებს, რიტმებს, ბაძავს პერსონაჟების ხმის ტემბრს;
- ტექსტების შინაარსს ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას (მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს).