ქ.მ. II.21.

II კლასი

მოსწავლე  ამოიცნობს და ცდილობს გამოიყენოს ზოგიერთი  გრამატიკულიფორმა.

ინდიკატორები

  • განარჩევს და ასახელებს არსებითი სახელების მხოლობითისა და –ებ-იანი მრავლობითის ფორმებს (ბიჭი/ბიჭები...);
  • განარჩევს სამივე პირის ნაცვალსახელს მხოლობითსა და მრავლობით  რიცხვში;
  • განარჩევს I და II პირის კუთვნილებით ნაცვალსახელებს მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში;
  • ამოიცნობს და იყენებს ნათესაობითი ბრუნვის ფორმას კუთვნილებითობის გამოსახატავად (დათოს ჩანთა / ძმის ბურთი);
  • ამოიცნობს და იყენებს მიცემითი ბრუნვის ფორმას დროის გამოხატვის ფუნქციით (ორშაბათს, კვირას...);
  • ამოიცნობს და იყენებს –ში/-ზე თანდებულებს დროის გამოხატვის ფუნქციით (ივნისში, ზაფხულში, გაზაფხულზე...);
  • ამოიცნობს და იყენებს ადგილის ზმნიზედებს სივრცეში ორიენტაციის გამოსახატავად (აქ/იქ, წინ/უკან, მარჯვნივ/მარცხნივ...);
  • ამოიცნობს და იყენებს ყოფნა ზმნას სამივე დროში (არის _ იყო _ იქნება).

რესურსები