ქ.მ. I.15.

I კლასი

მოსწავლეს შეუძლია ნაწერიდან ან ნაბეჭდიდან ასოების, სიტყვების, მოკლე წინადადებების გადაწერა.

ინდიკატორები

  • ხატავს რაიმე საგანს, ნივთს, სცენას ან პერსონაჟს. ასათაურებს ნახატს და სთხოვს მასწავლებელს, დაფაზე დაუწეროს შესაბამისი სიტყვა, რომელსაც შემდეგ გადმოწერს (გადმოხატავს) დაფიდან (მაგ., ხატავს/ამზადებს მისალოც ბარათს და მიაწერს, ვისთვის არის _ „დათოს“ „დათო“გილოცავ“; ხატავს სკოლას, კლასელებს, ოჯახის წევრებს და მიაწერს, ვინ არის, რა არის...);
  • მასწავლებლის დახმარებით გადმოწერს დაფაზე დაწერილ იმ სიტყვას/სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიულ ხატსაც ცნობს და მიუხატავს შესაბამის ილუსტრაციას;
  • ხელის სწორი მოძრაობით გამოწერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
  • აღწერს კონკრეტული ასოს ზედა/ქვედა/შუა ნაწილებს (მაგ., სად არის  სწორი ხაზი, რგოლი, რკალი, საით მრგვალდება რკალი, რამდენი რკალია და  ა.შ.);
  • იცავს ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.

რესურსები