ქიმ.XI.5.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება, მათი მნიშვნელობის შესახებ  მსჯელობა

ინდიკატორები

  • მსჯელობს ორგანულ ნაერთთა აღნაგობის თეორიის ძირითად დებულებებზე;
  • ადგენს ნაერთის სტრუქტურულ ფორმულას.   ორგანულ ნაერთს ფორმულის მიხედვით მიაკუთვნებს შესაბამის კლასს და ასახელებს საერთაშორისო ნომენკლატურის მიხედვით;
  • ადგენს მარტივი შედგენილობის ორგანული ნაერთების იზომერების სტრუქტურულ ფორმულებს;
  • ნაერთის ქიმიური ფორმულის გათვალისწინებით ადგენს სტრუქტურულ ფორმულას და ახასიათებს მასში არსებულ ბმებს;
  • განასხვავებს ნაჯერ და უჯერ ბმებს.  მსჯელობს უჯერი ბმების წარმოქმნის მექანიზმზე და სქემატურად გამოსახავს - და - ბმების წარმოქმნას; 
  • აკავშირებს ორგანული ნაერთების თვისებებს მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან;
  • აკავშირებს ორგანულ ნაერთთა უმნიშვნელოვანეს  თვისებებს მათ გამოყენებასთან მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში, სოფლის მეურნეობასა და ტექნიკაში;
  • ქმნის ნახშირწყალბადების და მათი ფუნქციური ნაწარმების მოლეკულურ  და სტრუქტურულ მოდელებს ნახშირბადის ატომში ელექტრონული ორბიტალების ჰიბრიდიზაციის გათვალისწინებით. იყენებს მათ ორგანულ ნაერთთა კლასებს შორის ურთიერთკავშირის დამადასტურებელი ქიმიური გარდაქმნების და მათი მექანიზმების დემონსტრირებისთვის;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს ნახშირწყალბადთა და მათ ნაწარმთა ფიზიკური თვისებების გამოსაკვლევად, აანალიზებს შედეგებს;
  • ორგანული ნაერთების სპეციფიკურ თვისებებს ხსნის  მათ მოლეკულაში შემავალ ატომთა ან ატომთა ჯგუფების ურთიერთგავლენით;
  • აღწერს    ორგანულ ნაერთთა კლასებს შორის კავშირებს და ადგენს შესაბამის სქემებს. წერს სათანადო რეაქციების ტოლობებს;
  • განასხვავებს ბუნებრივ და სინთეზურ ბოჭკოებს მარტივი ცდების  საფუძველზე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები