ქიმ.XI/XII.5.

XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ნავთობქიმიის მნიშვნელობის კვლევა.

ინდიკატორები

  • ახასიათებს ნავთობს, როგორც ენერგიის ერთ-ერთ წყაროს და ნედლეულს სხვადასხვა ნაერთის მისაღებად;
  • მსჯელობს ბენზინისა და დიზელის საწვავის დანიშნულებაზე, მათი მოხმარების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ და გამოიტანს სათანადო დასკვნას;
  • აღწერს ბენზინის წარმოების ძირითად პრინციპებს და იყენებს ოქტანური და ცეტანური რიცხვების ცნებას ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხის შესაფასებლად;
  • აანალიზებს მისთვის  ხელმისაწვდომ ინფორმაციას ალტერნატიული საწვავის შესახებ;
  •  მსჯელობს ალტერნატიული საწვავის გამოყენებით  ნავთობის მარაგის ამოწურვით გამოწვეული  პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობაზე. ამზადებს და წარმოადგენს რეფერატს ან პროექტს.

რესურსები