ქიმ.X.6.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ელემენტის ატომის აღნაგობა მის ადგილმდებარეობასთან პერიოდულ სისტემაში

ინდიკატორები

  • ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ელემენტის იზოტოპებს მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით. მიღებულ შედეგს აკავშირებს ატომის აღნაგობასთან;
  • ბუნებაში იზოტოპების გავრცელების საფუძველზე გამოთვლის ელემენტის საშუალო ატომურ მასას;
  • ასაბუთებს ატომბირთვის მუხტის მნიშვნელობას ელემენტების ინდივიდუალობის განსაზღვრაში;
  • ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე ჯგუფის ან პერიოდის ელემენტებს ატომის აღნაგობის თვალსაზრისით და გამოიტანს შესაბამის დასკვნას;
  • აკავშირებს ელემენტების მიერ კატიონების და ანიონების წარმოქმნის უნარს მათი სავალენტო ელექტრონების რაოდენობასთან;
  • ადგენს ზოგიერთი ელემენტის იონების და კეთილშობილი აირების გარე გარსების აღნაგობის იდენტურობას (მაგ., ადარებს ქლორის იონს არგონის ატომის ელექტრონულ აღნაგობას და მსჯელობს ქლორის იონის შედარებით მდგრადობაზე). 

რესურსები