ქიმ.X.5.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ატომის აღნაგობა

ინდიკატორები

  • იყენებს ატომის აღნაგობის შესახებ თანამედროვე წარმოდგენებს და ელემენტების თვისებებს აკავშირებს ატომის აღნაგობასთან;
  • განსაზღვრავს ელექტრონების განაწილებას ელექტრონულ დონეებსა  და ქვე­დონეებზე. გამოითვლის თითოეულ ენერგეტიკულ დონეზე ორბიტალების რაოდენობას და ელექტრონების მაქსიმალურ რიცხვს;
  • ელექტრონების განაწილების ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით   გამოსახავს ატომთა ელექტრონულ კონფიგურაციას s-, p- და  d- ელემენტე­ბი­­­­­­­­­სათვის;
  • ახორციელებს სათანადო გამოთვლებს (მაგ.,  ადგენს  ელემენტის მასურ წილს ნაერთში, ელემენტების პროცენტულ შემცველობას, განსაზღვრავს ნაერთის ფორმულას შემადგენელი ელემენტების შემცველობის მიხედვით). 

რესურსები