ქიმ.X.11.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია  განჭვრიტოს  ქიმიური წონასწორობის გადახრის მიმართულება

ინდიკატორები

  • განასხვავებს შექცევად და შეუქცევად რეაქციებს. ადგენს შესაბამის ტოლობებს;
  • განასხვავებს ჰომოგენურ და ჰეტეროგენურ რეაქციებს, განიხილავს მაგალითებს;
  • იყენებს ლე-შატელიეს პრინციპს და განჭვრეტს სხვადასხვა ფაქტორის (წნევა, ნივთიერებათა კონცენტრაცია, ტემპერატურა) ქიმიურ წონასწორობაზე გავლენის ხასიათს. ჩამოთვლის სათანადო მაგალითებს;
  • მოიძიებს ქიმიური წონასწორობის ძირითადი პრინციპების გამოყენების მაგალითებს და განიხილავს მათ ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით. 

რესურსები