ქიმ.VIII.7.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია ვალენტობის მიხედვით მარტივი ფორმულების შედგენა და ნივთიერებათა მასის მუდმივობის კანონის გამოყენება
ინდიკატორები
- ადეკვატურად იყენებს ქიმიური ელემენტების სიმბოლოებს, ატომთა ვალენტობას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების ფორმულების შესადგენად;
- ხსნის ქიმიური გარდაქმნების დროს მასის მუდმივობას რეაქციაში მონაწილე ატომების უცვლელობით;
- გამოითვლის სხვადასხვა ნივთიერების მოლეკულურ მასებს მათ შედგენილობაში შემავალი ელემენტების ატომური მასების ცოდნის გამოყენებით;
- იყენებს ნივთიერებათა ქიმიურ ფორმულებს, ნივთიერების მასის მუდმივობის კანონს, ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონს და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს;
- ქიმიური განტოლებით გამოსახავს ბუნებაში მიმდინარე და სხვა მისთვის ნაცნობ ქიმიურ მოვლენებს (მაგ., რკინის დაჟანგვა).
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები