ქიმ.VIII.6.

VIII კლასი

მოსწავლეს  შეუძლია  ნივთიერებათა კლასიფიცირება, ნარევის  კომპონენტებად დაყოფა

ინდიკატორები

  • განასხვავებს მარტივ და რთულ ნივთიერებებს შედგენილობის მიხედვით;
  • ასახელებს მისთვის ნაცნობ  სხვადასხვა ნივთიერებას, ახასიათებს მათ ფიზიკური თვისებების მიხედვით:
  • ფლობს  ნარევის კომპონენტებად დაყოფის ხერხებს;  გეგმავს და  ატარებს შესაბამის ცდებს;
  • განიხილავს ჰაერს, როგორც გაზების ნარევს და აღწერს მისი კომპონენტებად დაყოფის მეთოდს;
  • აღწერს ქიმიურ რეაქციებს  და ხსნის მათ არსს სიტყვიერი ტოლობის, მოდელებისა და დიაგრამების გამოყენებით;
  • მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ცნობილი მარტივი და რთული ნივთიერებების გამოყენების შესახებ;
  • ადგენს სხვადასხვა პროცესის ამსახველ სქემებს და ნამუშევრის წარდგენისას ადეკვატურად იყენებს ქიმიურ ტერმინებს: ატომი, ელემენტი, ნაერთი, წვა, ჟანგბადი, ფორმულა, სიმბოლო, ქიმიური რეაქცია,  ოქსიდი და სხვა.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები