ქიმ.VIII.11.

VIII კლასი

მოსწავლეს  შეუძლია  ნივთიერებათა  თვისებების  დაკავშირება ატომის ელექტრონულ  აღნაგობასთან

ინდიკატორები

  • ადგენს სქემას და ადარებს ერთმანეთს ელემენტის ატომსა და იონს, მსჯელობს მათ შორის თვისებრივ განსხვავებაზე და ჩამოთვლის მაგალითებს;
  • ელექტრონული ფორმულის საფუძველზე პოულობს ელემენტს პერიოდულ სისტემაში, გამოთქვამს მოსაზრებას ელემენტის თვისებების შესახებ, ასაბუთებს თავის ვარაუდს;
  • იყენებს პერიოდულ სისტემას, ადგენს უცნობი ელემენტის ელექტრონულ ფორმულას;
  • ქმნის სხვადასხვა ტიპის კრისტალური სტრუქტურების მოდელებს და იყენებს მათ ამ სტრუქტურების დასახასიათებლად.  მსჯელობს შესაბამისი ნივთიერებების თვისებებსა და გამოყენებას შორის კავშირზე. ასახელებს მაგალითებს.

რესურსები